საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ბინას 164 დევნილ ოჯახს გადასცემს.
ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების პროცესი 5 აპრილამდე გაგრძელდება.
განაცხადების შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა;
ბათუმი - აღმაშენებლის ქ.N19 (26 მარტიდან - 1 აპრილამდე);
ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6.
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.