„ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს სოხუმის სახელმწიო უნივერსიტეტში სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორმანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის სამედიცინო და სადაზღვევო საქმის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან „ჯიპიაი ჰოლდინგში“, ხოლო გამოცხადებულ შესაბამის  ვაკანსიებზე უპირატესობა მიენიჭებათ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ სსუ-ს რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და „ჯიპიაი ჰოლდინგის „ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.

პაატა ლომაძე-ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი : „ჯიპიაი ჰოლდინგი ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან, უამრავ სტუდენტს აქვს გავლილი სტაჟირება ჩვენი კომპანიის სხვადასხვა განყოფილებაში და ბევრმა მათგანმა მოახერხა კარიერის ჩვენთან გაგრძელება. მოხარულები ვართ, რომ ამჯერად ამას უფრო მასშტაბური სახე მივეცით. ჯიპიაისა და სოხუმის უნდივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, პრაქტიკული ცოდნა ისეთ წარმატებულ კომპანიაში მიიღონ, როგორიც ჯიპიაია და გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება. იმედს ვიტოვებთ, ჩვენი თანამშრომლობა გამოიღებს შედეგს და კურსდამთავრებულები მიღებული გამოცდილებით, შეძლებენ ჩვენს კომპანიაში ან სხვა, კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებას. სწორედ ამას ემსახურება ჩვენს შორის გაფორმებული მემორანდუმი.“

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენელები, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს  შეხვდნენ და ურთიერთთანამსრომლობის დეტალებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.