19 მარტს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა" და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კამერული მუსიკის კონცერტს გამართავს.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი