12 მარტს, 13:30 საათზე, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი TBC Capital-თან ერთად პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში აწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვას.
წარმოდგენილი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასება და გაიმართება დისკუსია.
ღონისძიებას დაესწრებიან: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა და კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
მისამართი: ISET-ის საკონფერენციო დარბაზი (ზანდუკელის 16)