ალექსანდრე კოტორაშვილის საიუბილეო გამოფენა თიბისი გალერეაში

ალექსანდრე კოტორაშვილის საიუბილეო გამოფენა თიბისი გალერეაში

5 მარტს, 17:00 საათზე,  თიბისი გალერეა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გეპატიჟებათ ალექსანდე კოტორაშვილის საიუბილეო გამოფენაზე.

ალექსანდე კოტორაშვილმა სპორტულ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობა 1957 წელს დაიწყო. მის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, რომლებიც ქართული სპორტის ბოლო 60  წლის პერიოდს ასახავს.

გამოფენაზე ასევე გაიმართება ფოტოალბომის „ალექსანდე კოტორაშვილის 100 ფოტოს" პრეზენტაცია და გოგი თორაძის ფილმ „ ფოტოკორესპოდენტის" ჩვენება.

 მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა