ლიბერთი ბანკი მხარს უჭერს ქართველ პარაოლიმპიელებს

ლიბერთი ბანკი მხარს უჭერს ქართველ პარაოლიმპიელებს

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე  ქართველი პარაოლიმპიელებიც იასპარეზებენ.

9-18 მარტს კორეაში, ქალაქ პიოჩანგში ტარდება ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები, სადაც 41 ქვეყნის 670 სპორტსმენი მონაწილეობს.

9 მარტს ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე,  საქართველოს  დელეგაცია ოლიმპიურ სტადიონზე ქართულ ეროვნულ დროშას  პირველად  წარადგენს.

ორი ქართველი პარაოლიმპიელი თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი თხილამურებით კროსში მიიღებენ მონაწილეობას და მათ ეკიპირებას ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს.