აგროდაზღვევის სუბსიდირების პროექტში ცვლილებების შეტანა იგეგემება, რომლის მიხედვითაც ფერმერი, რომელსაც არ აქვს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ვერ ჩაერთვება სახელმწიფოს სუბსიდირებით აგროდაზღვევის პროექტში, აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ტელეკომპანია იბერიაში გადაცემა „ბიზნეს კოდში“ იმყოფებოდა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი თინათინ სტამბოლიშვილმა.
„ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას გააგრძელონ სადაზღვევო კომპანიასთან კონსულტაციები. თუ ეს ცვლილება შევიდა ძალაში , ამან შეიძლება გაანახევროს დაზღვეულების რაოდენობა, რადგან მოცვა წლების განმავლობაში იცვლება, ეს ბაზარი ძალიან სენსიტიურია, ფერმერთა უმრავლესობას არ აქვს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, გვესმის რომ მთავრობას სურს წაახალისოს ფერმერები, რათა მათ დაარეგისტრირონ მიწის ნაკვეთები, მაგრამ ეს დროში იწელება და ასევე მძიმედ აისახება 2018 წელს ფერმერთა მომართვიანობაზე- აღნიშნავს თინათინ სტამბოლიშვილი
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აგროდაზღვევის პროექტში მისი დაწებისთანავე ჩაერთო , პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 3500 მდე ფერმერს აუნაზღაუდა ზარალი, რომლის საერთო მოცულობა 7 000 000 ლარი შეადგინა.