"ანაკლია სითის" მოწვევით საქართველოში ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტები ჩამოდიან

"ანაკლია სითის" მოწვევით საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონისა და „სმარტ სითის" ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტები ჩამოდიან. ამერიკელი პროფესორი, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართლის ექსპერტი, Cato Institute-ის მკვლევარი ტომ ბელი და მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ეკონომიკური ზონების განვითარების კონსულტანტი მაიკლ კასტ მილერი თბილისს 28 თებერვალს ეწვევიან და 2 მარტამდე დარჩებიან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

28 თებერვალს 18:30- ზე, თიბისი გალერეაში,  პროფესორი ტომ ბელი საჯარო ლექციას გამართავს თემაზე: „მომავლის ქალაქი".

გთხოვთ, გვეწვიოთ.

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)