მთავრობის დადგენილების თანახმად საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებში, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება.
აღნიშნულ თემასთად დაკავშირებით, ტვ პირველის „საქამიან დილაში“ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორმა პაატა ლომაძემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ დაზღვევა არა მხოლოდ კერძო სექტორის განვითარებისთვისაა აუცილებელი, მას სოციალური მნიშვნელობაც აქვს.
„უბედური შემთხევევის დროს მხოლოდ ბიზნესი არ ზარალდება, ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შეიძლება მიადგეს ზიანი. დაზღვევა ის ფინანსურია მექანიზმია, რომელიც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, იცავს მის საქმიანობას შეფერხებისგან და ინაწილებს მეწარმის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიმართ. მესამე პირად იგულისხმება ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე-სუბიექტიც, რომლის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიდგება ზიანი -განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ
პაატა ლომაძის განცხადებით, დაზღვევა იცავს ბიზნესს გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეული შეფერხებისგან და ხელს უწყობს მის შემდგომ განვითარებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ფონზე.
„დაზღვევა ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან, ეს არის ერთადერთი ფინანსური მექანიზმი გაუთვასლიწინებელ შემთხვევებში რისკების თავიდან ასაცილებლად. დაზღვევით მეწარმეს აქვს მეტი შესაძლებლობა და გამბედაობა, აკეთოს საქმე ,რადგან იცის, რომ რისკები დაზღვეული აქვს. ამსათან, რაც უფრო განვითარებულია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო განვითარებულია დაზღვევა.
ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია განვითარების მხარდაჭერასთან. რადგან წარმატებისკენ მიმავალი გზა დაბრკოლებებით არის სავსე, დაზღვევა კი ამ დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება დაზღვეულებს. ამიტომ ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია, შევქმნათ ისეთი სისტემები და სოლიდური ფინანსური საფუძველი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ სადაზღვეო სისტემაში და შევუქმნათ მშვიდი მომავლის გარანტიები.”- აცხადებს პაატა ლომაძე
სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამა ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებში არსებობს, გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით სტიქიური უბედურებების შემთხვევების შედეგად ზარალი 4 მილიარდს შეადგენდა, აქედან 2 მილიარდი კერძო სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურეს.
გასული წლების შემთხვევებმა ცხადყო თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სტიქიურ უბედურებას როგორც ბიზნესისთვის, ისე ცალკეული ადამიანებისთვის. თითოეული შემთხვევით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მეწარმეებს. ზოგიერთი მათგანის საქმიანობა დღემდე შეჩერებულია.
2017 წლის გახშირებული ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების ფონზე, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ შეიმუშავა პროექტი, რომელიც იტვალისწინებდა მცირე და საშუალო ბიზნეს წარმომადგენლები თვეების განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს მცირე და საშუალო მეწარმეებთან, უხსნიდნენ მათ ქონების დაზღვევის მნიშვნელობას და ხელმისაწვდომობას, სადაზღვევო კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას წელსაც აქტიურად განაგრძობს, ახალი კანონის ფარგლებში შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე დეტალური ინფორმაციას მიაწვდიან იმ მცირე მეწარმეებს ვისთვისაც არ არის სავალდებულო დაზღვევის შეძენა.
სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში შედის, აღნიშნული კანონი ძალაში 1 მარტიდან შევა.
მთავრობის დადგენილების თანახმად უკვე განისაზღვრა, თუ რომელი ობიექტები შედიან რისკჯგუფებში და ვისთვისაა აუცილებელი მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა,- სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, ბაზრობა, ავტოგასამართი/აირგასამართი სადგური ეს ის სადაზღვევო ობიექტებია, რომლებიც ვალდებულნი არიან შეიძინონ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა.