VIG-ის მიერ მოზიდული პრემია 3 %-ითაა გაზრდილი და 7,153 მლნ. ევრო შეადგნს
მოგება გაზრდილია 10%-ით და 331 მლ.ევროს შეადგენს
VIG საქართველოში სადაზღვევო ბაზრის ლიდერია და ჯამში ბაზრის წილის 30%-ს ფლობს
ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIG) განაგრძობს შედეგების გაუმჯობესებას და 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, პირველია ბაზარზე. „ ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯგუფის საიმედოობასა და სტაბილურობას. მიუხედავად ევროპაში განვითარებული ბუნებრივი კატასტროფიებისგან გამოწვეული ფაქტორებისა, მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო პოზიტიურ შედეგებს ველით. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია 2016 წლის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება “ - განმარტა ვენის სადაზრვევო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეტ სტადლერმა. ჯერ კიდევ უცნობია , რამდენად დიდია ოქტომბრის ბოლოს ქარიშხალ „ჰერვარდის“ მიერ მიყენებული ზარალის შედეგები. ჩვენ 40-45 მილიონი ევროს ზარალის მოლოდინი გვაქვს. ქარიშხალმა გავლენა იქონია ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებზე ჩეხეთში, ავსტრიასა და პოლინეთში - აღნიშნა ელიზაბეთ სტადლერმა.
ვენის სადაზღვევი ჯგუფის მიერ მოზიდული პრემიის ზრდის ტენდენცია დამაკმაყოფილებლად ფასდება. პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვაკეთში სადაზღვევო პრემიის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციებია, რაც განპირობებულია ავტო, ქონების (და სხვა) ბიზნეს პროდუქტების გაყიდვების ზრდით.
სიცოცხლის დაზღვევის ზრდის ტენდენციაა ასევე პოლონეთში, სლოვაკეთსა და რუმინეთში. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის ზრდას, რომელიც 2020 წლის გეგმის მთავარი მიზანია - ავსტრიაზე, ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოზე მოდის.
2017 წლის 3 კვარტლის შედეგების მიხედვით, ვენის სადაზღვევო ჯგუფის მოგებამ 331 მლ. ევრო შეადგინა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე კი ამ მაჩვენებლის 60 % მოდის. წლის განმავლობაში მოგება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პოლინეთში , უნგრეთსა და სერბეთში. ამ ქვეყნებში მოგების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა მძღოლის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის, ხოლო რუმინეთში - ავტოდაზღვევის პროდუქტების გაყიდვების ზრდამ.
VIG და საქართველო ვენის სადაზღვევო ჯგუფი საქართველოში 2 კომპანიით - ჯიპიაი ჰოლდინგითა და ირაოთია- წარმოდგენილი, რომლებიც ჯგუფს 2006-2007 წლებში შეუერთდნენ და ბაზარზე ჯამში, მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებენ. 2017 წლის 3 კვარტლის შედეგების მიხედვით, ჯიპიაი ჰილდინგი საქართველოს მთლიანი სადაზღვევო ბაზრის 24%-ს იკავებს. აღნიშნულ პერიოდში, მის მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 83,28 მლ.ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,88 მლ. ლარით მეტია. ჯიპიაი ლიდერია სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების კუთხითაც და მიმდინარე წელს 43,66 მლ. ლარი აანაზღაურა. საქართველოში ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ გამომუშავებულმა პრემიამ ჯამში 103,84 მლ. ლარი შეადგინა და ბაზრის 30% დაიკავა.