როგორ ავიღო სესხი KIMBI -ში?

როგორ ავიღო სესხი KIMBI -ში?

სანამ უშუალოდ სესხის აღების ინსტრუქციას გაგაცნობთ, მოკლედ გიამბობთ KIMBI -ს შესახებ.

KIMBI გახლავთ მსოფლიოს 20 -მდე სხვადასხვა ქვეყანაში წარმოდგენილი საერთაშორისო კომპანია 4finance -ს ბრენდი.

ის უკვე დიდი ხანია რაც არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ლატვიაში, ჩეხეთსა და სომხეთში.

ქართულ ბაზარზე KIMBI, 2017 წლის ოქტომბერში, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი შრომის შედეგად შემოვიდა.

KIMBI -ს პროდუქტი გახლავთ სწრაფი, ონლაინ, სამომხმარებლო სესხები.

Kimbi.ge -ში გაიცემა 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის სამომხმარებლო სესხები 3 -დან 24 თვემდე ვადით.

სესხის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც:

არის საქართველოს მოქალაქე;

მისი ასაკი არ აღემატება 60 წელს;

მისი ასაკი არ არის 20 წელზე დაბალი;

აქვს პირადი საბანკო ანგარიში KIMBI -ს პარტნიორ ბანკებში (თიბისი ბანკი, ტერა ბანკი და საქართველოს ბანკი)

შეუძლია ვალის გადახდა.

რაც შეეხება Kimbi.ge -ს სამომხმარებლო ონლაინ სესხის აღების პროცედურებს, ყველა მათგანი ონლაინ რეჟიმში, სწრაფად და მარტივად ხორციელდება.

Kimbi -ში კრედიტის მისაღებად საჭიროა, რომ:

ეწვიოთ ვებგვერდს Kimbi.ge;

საიტის მთავარ გვერდზე განთავსებულ, სამომხმარებლო სესხის ონლაინ კალკულატორზე მონიშნოთ თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა და კრედიტის დაფარვის თქვენთვის კომფორტული პერიოდი;

დააკლიკოთ ღილაკს „სესხის აღება“

გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს თქვენი პირადი მონაცემებისა და თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მითითებას;

დაეთანხმოთ Kimbi -ს ხელშეკრულების პირობებს;

გაიაროთ sms ვერიფიკაცია;

მოახდინოთ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს 4finance -ს საბანკო ანგარიშზე, სიმბოლური 1 თეთრის გადმორიცხვას.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თქვენი განაცხადი გადაიგზავნება განსახილველად და მაქსიმუმ 10 წუთში, მობილურ ტელეფონზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მიიღებთ პასუხს სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

სამომხმარებლო სესხის დამტკიცების შემთხვევაში, თანხა მომენტალურად გადმოირიცხება თქვენს პირად საბანკო ანგარიშზე. (თანხის მისაღებად აუცილებელია, რომ გქონდეთ პირადი საბანკო ანგარიში Kimbi -ს პარტნიორი ბანკებიდან ერთ -ერთში. Kimbi -ს პარტნიორი ბანკები კი გახლავთ: თიბისი ბანკი, ტერა ბანკი და საქართველოს ბანკი)

რა უპირატესობები აქვს Kimbi -ს ანუ რატომ კიმბი?

Kimbi -ს უპირატესობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მაგალითისთვის მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოგიყვანთ. ესენია:

Kimbi არის საკუთარ კონკურენტებზე უფრო მოქნილი

Kimbi არის სანდო

Kimbi არის უსაფრთხო

Kimbi არის გრძლვადიანი ინტერესების დაფინანსების საშუალება

Kimbi საშუალებას გაძლევთ დაფაროთ ვალი მცირე შენატანებით, რაც თქვენს ბიუჯეტს თვალშისაცემ ზიანს არ აყენებს

Kimbi -ში გაიცემა სესხი უზრუნველყოფის გარეშე

Kimbi -ში გაიცემა სესხი თავდების გარეშე

Kimbi -ში გაიცემა სესხი გირაოს გარეშე

Kimbi -ში გაიცემა სესხი თანამსეხხებლის გარეშე

Kimbi -ს სესხის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი დოკუმენტი ან დოკუმენტის ასლი.

Kimbi -ს სესხის მისაღებად არ არის საჭირო ფინანსური ორგანიზაციის ოფისში ვიზიტი

Kimbi -ს სესხის მისაღებად არ არის საჭირო რიგში დგომა

Kimbi -ს სესხის მისაღებად არ არის საჭირო დამღლელი პროცედურების გავლა

Kimbi -ში სამომხმარებლო ონლაინ სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი სულ რაღაც 5,7% -ია. წლიური ეფექტური საპროცენტო განანაკვეთი კი არ აღემატება 99,9% -ს.