ჯიპიაი ჰოლდინგმა აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

ჯიპიაი ჰოლდინგმა აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

23 ნოემბერს აჭარის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად, „ჯიპიაი ჰილდინგის“ ქოლ ცენტრში 2000-მდე ზარალის  განაცხადი დაფიქსირდა, რომელთა უდუდესი ნაწილი აგროდაზღვევაზე, კერძოდ კი ციტრუსზე მოდის.  კომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო  რეაგირება და ამ ეტაპზე მიმდინარობს დაფიქსირებული შემთხვევების ანალიზი. ხვალიდან ჯიპიაი ჰოლდინგის ანაზღაურების  სამსახური  ზარალის ადგილზე შეფასების პროცედურას შეუდგება. 2 კვირის განმავლობაში სრულად  შეფასდება მდგომარეობა,  დაიწყება ზარალის დარეგულირების პროცესი, ზარალის ანაზრაურება კი უკვე დეკემბრის ბოლოდან მოხდება.

ჯიპიაი ჰოლდინგი მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ზარალების ანაზღაურების კუთხით ,სადაზღვევო ბაზარზე კვლავ ლიდერია. კომპანიამ მხოლოდ მიმდინარე წელს  40,35 მლნ ლარი აანაზღაურა, რაც გასულ წელთან შედარებით 11 მლნ-ით მეტია.