24 ნოემბერს 11 საათსა და 17 წუთზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახუმა ქ. ფოთის პორტის სამხრეთ მოლის აკვატორიაში (ზღვაზე) ქარბორბალა დააფიქსირა.
აღნიშნული მოვლენის განმეორებას ხმელეთზე ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკოსები არ პროგნოზირებენ.
დღის განმავლობაში ფოთის სანაპირო ზოლზე შენარჩუნდება სამხრეთ დასავლეთის ქარი 10-15 მ/წამში. ზღვის ღელვა 4-5 ბალი, ტემპოერატურა დღისისთ 6-8 °C, ხოლო ღამით 3-4 °C .
ზღვაზე ამინდის პროგნოზის შესახებ ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ ინფორმირებულია საქართველოს პორტები, მცურავი საშუალებები და სხვა შესაბამისი უწყებები.
https://www.youtube.com/watch?v=8CNMYtKOxL8&feature=youtu.be