დასაქმების ფორუმი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე

დასაქმების ფორუმი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე

22 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიხსნება. 

30-მდე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობებს გააცნობენ.

დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე.

ფორუმი 14.00 საათამდე გაგრძელდება.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ.13, თსუ XI (ბიოლოგების, განივი) კორპუსი