საჯარო ლექცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

საჯარო ლექცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვევით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია.“

ინტერაქციულმა სახის საჯარო ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სტიპენდიით სწავლის მსურველებში, ასევე, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსა და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველებს შორის.