სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

პატივცემულო მგზავრებო!

„საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 7 ნოემბერს ქუთაისიდან და 8 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი - ბათუმი.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.