,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური" თანამედროვე ნავიგაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური" თანამედროვე ნავიგაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს და ამით ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს.

საქართველოს საზღვაო ნავსადგურების რელიეფური განლაგება  გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების  რადარებისათვის რთულად აღქმადია და ნავიგაციის უსაფრთხოების ხარისხის ეფექტურობისათვის შესაბამის  დამხმარესანავიგაციო საშუალებების არსებობას მოითხოვს.

ამ მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ბათუმი პორტში რადიო მოპასუხე (რადიო რეკონი) განათავსა.

აღნიშნული ხელსაწყო საერთშორისო საკომუნიკაციო კავშირის (ITU) რადიო რეგულაციების (RR) 1.103-ე მუხლის თანახმად ითვლება ,,გადამცემ-მიმღებ" საშუალებად, რომელიც ფიქსირებული სანავიგაციო ნიშნიდან უკავშირდება გემებს დაგააჩნია სწრაფი სიხშირე, რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის დაბრუნებას და შეესაბამება თითოეულ გემზე არსებული რადარის მოთხოვნებს. ის ფუნქციონირებს გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემისაგან  დამოუკიდებლად.

რადიორეკონი გემების რადარებისთვის მყარი ორიენტირია,  რომლის საშუალებითაც გემის კაპიტნები  უსაფრთხო კურსის  განსაზღვრას მოახდენენ ნებისმიერი მეტეოროლოგიური მდგომარეობის  დროს, მინიმალური ხედვის პირობებშიც.

ნავიგაციისათვის დამხმარე ანალოგიური საშუალებები საქართველოს ყველა პორტში განთავსდება.

https://www.youtube.com/watch?v=jwNQ8U_wYdo&feature=youtu.be