2 ნოემბერს, 20:00 საათზე, Tbilisi Event Hall-ში, თბილისის რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტი გაიმართება, რომელსაც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ისტერნ პრომოუშენსის დირექტორი გიორგი კერესელიძე გახსნიან.
საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაშე Tower of Power წარდგება.
წელსაც, ტრადიციულად ჯაზ-ფესტივალის წარმდგენია TBC STATUS.
(მედიის წარმომადგენლებმა გთხოვთ, თან იქონიოთ აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)