თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს" კომპანია „ჯეოსელი" უერთდება და დამწყები ბიზნესებისთვის სპეციალურ პროდუქტს - „ჯეოსელი სტარტაპერისთვის" ქმნის.
"სტარტაპერისა" და „ჯეოსელის" ერთობლივი შეთავაზებით, დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათზე მორგებული 2 პაკეტიდან ერთ-ერთი, რაც სასაუბრო დროზე, SMS-ებსა და ინტერნეტზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს.
კერძოდ, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილი პაკეტები მოიცავს:
7 ლარიანი პაკეტი :
1000 წუთს ჯეოსელის ქსელში
1000 SMS-ს
1000 MB ინტერნეტს.
10 ლარიანი პაკეტი:
300 წუთი ლოკალურ ზარებზე*
3000 SMS
3000 MB ინტერნეტი
გამონაკლისია S1, Gmobile და Globalcell
„ჯეოსელი სტარტაპერისთვის" შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა. პაკეტებით სარგებლობა შეთავაზების მიღებიდან 2 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
სტარტაპერებზე ასევე ვრცელდება „ჯეოსელის" სპეციალური ტარიფიც, რაც კომპანიის შიგნით ულიმიტო ზარებსა და SMS-ებს მოიცავს თვეში მხოლოდ 2 ლარად.
„ჯეოსელი სტარტაპერისთვის" პაკეტებით სარგებლობისთვის, სტარტაპის დამფუძნებელმა განაცხადი უნდა შეავსოს პროგრამა „სტარტაპერის" ვებგვერდზე - https://www.startuperi.ge/#ჯეოსელი-ბიზნესისთვის, სადაც ასევე შესაძლებელია პაკეტების პირობებისა და ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.