იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და პრემია ქართველოლოგიის დარგში

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და პრემია ქართველოლოგიის დარგში

27 ოქტომბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება და გაიცემა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია. სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობა. სამეცნიერო პრემია ქართველოლოგიის დარგში მიენიჭა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარ სპეციალისტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იზოლდა ჩანტლაძეს.

სამეცნიერო პრემიის მიზანს წარმოადგენს ქართველოლოგიური სამეცნიერო დარგების (ქართული ენა, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართულ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ლიტერატურათმცოდნეობა, საქართველოს ეთნოგრაფია და ფოლკლორი, ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორია და მსოფლმხედველობის საფუძვლები, ქართველოლოგიური ბაზების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ქართული პედაგოგიური აზროვნება) შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია