თიბისი რაგბის სერიები იწყება

თიბისი რაგბის სერიები იწყება

თიბისი ბანკის სივრცეში  საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ნოემბრის ტესტები წელს თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას 'თიბისი რაგბის სერიები' ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება.

11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ 'დინამო არენაზე' 18:00 სთ-ზე  ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 სთ-ზე გაიმართება.

ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გასვლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი 'თიბისი რაგბის სერიები'-ის ნაწილი არ არის.

ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვა 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.