გაყიდვების ყველაზე მასშტაბური ფორუმი თბილისში 3-4 ნოემბერს ჩატარდება!

გაყიდვების ყველაზე მასშტაბური ფორუმი თბილისში 3-4 ნოემბერს ჩატარდება!

IBF (international Business Forum)-ის ორგანიზებით და სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ პარტნიორობით 3-4 ნოემბერს საქართველოში გაყიდვების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.

მსოფლიოში აღიარებული ბრენდების წარმომადგენლები, გაყიდვების ექსპერტები, კონსულტანები, N1 გაყიდვების ტრენერები, საერთაშორისო სპიკერები- საქართველოში დაგეგმილ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმის სპიკერების სია უკვე ცნობილია:

1. Ania Jakubowski - Coca Cola - ყოფილი გენერალური დირექტორი

2. Pierandrea Quarta - Procter & Gamble / გლობალური ბრენდ მენეჯერი

3. David Chikvaidze - International Sales Institute/ დამფუძნებელი, ტრენერი

4. Haseeb T Hasan - Intek Solutions / დამფუძნებელი, ტრენერი

5. Evgeny Kotov - Practicum Group /დამფუძნებელი, გაყიდვების ტრენერი

6. Gil Petersil - Networking Guru

7. Vakhtang Kordzaia - ჯიპიაი ჰოლდინგი / გაყიდვების HR ექსპერტი

8. Tornike Guruli - მართვის აკადემია/ გაყიდვების ტრენერი

ფორუმი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც გაყიდვების სფეროში არიან დასაქმებულნი. ღონისძიება, მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ბიზნესის მფლობელებსა და გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებზეა ორიენტირებული.

„როგორ გავზარდოთ ეფექტურობა“

„ როგორ გამოვიყენოთ ციფრული არხები გაყიდვების ზრდისთვის“

„ როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა მომხმარებელთან“

“ როგორ გავყიდოთ გაყიდვის გარეშე”

“სწორი გაყიდვების გზები”

ეს ის საკითხებია, რომლებზეც 3-4 ნოემბერს გაყიდვების ტრენერები ვრცლად ისაუბრებენ

დრომ, პრაქტიკამ და კვლევებმა აჩვენა, რომ გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა,  სწორი კანდიდატის შერჩევაა.

რა უნარებს უნდა ფლობდეს  „სეილსმენი“, რა უნდა გაითვალისწინოს მენეჯერმა გაყიდვების აგენტების შერჩევისას - დეტალურად ამ თემის გარშემო ვახტანგ კორძაია - ჯიპიაი ჰოლდინგის გაყიდვების HR ექსპერტი ისაუბრებს

„ჯიპიაი ჰოლდინგს“ საქართველოში გაყიდვების უმსხვილესი ქსელი აქვს. კომპანიის მიზანია ქვეყანაში გაყიდვების, როგორც პროფესიის პოპულარიზება და სფეროს გავითარება.

ჯიპიაიმ 2016-17 წლებში საქართველოში  მასშტაბური დასაქმების ფორუმის შედეგად  500-ზე მეტი გაყიდვების სპეციალისტი რეკრუტირება მოახდინა, დაატრეინინგა  და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღემდე წარმატებით მუშაობს. სწორედ ამ გამოცდილებით, ფორუმზე  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი, ტრენერი და ლექტორი  ვახტანგ კორძაია ისაუბრებს და მონაწილეებს გაყიდვების  გუნდის შექმნისა და განვითარების მიდგომებსა და სტრატეგიებს გაუზიარებს.

3- 4 ნოემბერს სასტუმრო ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისში მიიღებთ ყველაზე დეტალურ ინფორმაციას თუ როგორ გაზარდოთ თქვენი კომპანიის გაყიდვები.