ჩუღურეთში საშემოდგომო რგვები მიმდინარეობს

ჩუღურეთში საშემოდგომო რგვები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს. რაიონის გამგეობის დაკვეთით, ხეთაგუროვის სკვერში, გორკის ქ.N28-ში, ტოლსტოისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვეში ხე-მცენარეები და დეკორატიული ბუჩქები დაირგო.            გამწვანების აქციაში ჩუღურეთის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ .