19 სექტემბერს გორის თეატრის ბაღში საქართველოს ციხეებში განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. აქციაზე ,,ქართული ოცნების”, ,,ახალი მემარჯვენეების” და სხვა პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. არ ჩანდნენ ქრისტიან-დემოკრატები. გორელებს სიტყვით, სოფელ კარალეთში გარდაცვლილი პატიმრის დედამ მიმართა.
ეს უკვე მეორე აქცია გორში მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიებმა ,,მაესტრომ” და მეცხრე არხმა შემზარავი ვიდეოები გაავრცელეს. მასალებში აღბეჭდილია, თუ როგორ აწამებენ პატიმრებს სასჯელაღრსულების დაწესებულებებში. მომდევნო აქცია 19 საათზე ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართება.