თსუ-ში AtmoSim  ლაბორატორია იხსნება

თსუ-ში AtmoSim ლაბორატორია იხსნება

29 სექტემბერს, 15.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატმოსფერული კვლევების საერთაშორისო სტანდარტების SMART AtmoSim  ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  ალექსანდრე ჯეჯელავა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თბილისის მერი, თსუ პროფესორი დავით ნარმანია, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაკო მიქაბერიძე,  საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი და იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ II კორპუსი, მესამე სართული, ოთახი #353