ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
პანაშვიდს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.
„სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი შესრულდა. ეს არის ტკივილი, როდესაც ასეულობით ათასი ადამიანი მოწყდა თავის მიწას. გმირების დაღვრილი სისხლი და ჩვენი სიმტკიცე არის იმის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ყველა ადამიანი დაუბრუნდება თავის სახლს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ამაზე მეტყველებს ისტორიის ლოგიკაც და ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.