საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“

საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საერთაშორისო სიმპოზიუმს „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ გამართავს. სიმპოზიუმი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება.        

UNESCO-მ მიმდინარე წელი ნიკოლოზ ბარათაშვილის წლად გამოაცხადა. სიმპოზიუმი დაგეგმილია UNESCO-ს ღონისძიებათა ფარგლებში. პოეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,         

ღონისძიებაში მონაწილეობს 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ-17 ქვეყანა) მათ შორის: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.         ღონისძიების თანამონაწილეა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.     

მისამართი:ქუჩიშვილის ქ. 24/8, სასტუმრო „ვერე-პალასის“ საპრეზენტაციო დარბაზი