ადიგენში სოფელ კახარეთში გზის და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ადიგენში სოფელ კახარეთში გზის და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

დასრულდა ადიგენის მუნიციალიტეტის სოფელ კახარეთის ასფალტ–ბეტონის გზისა და ხიდის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში 1492 მეტრ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილე–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით.ხოლო რკინა–ბეტონის კონსტრუქციის ხიდზე გამაგრდა

ბურჯი და განახლდა კოჭებს შორის ნაკერი, რომელიც 41 მეტრი სიგრძის და 7,25 მეტრი სიგანის არის.რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 6096 70 ლარი გამოიყო.სამუშაოები მიმდინარე წლის 31 მაისს დაიწყო და 18 სექტემბერს დასრულდა. დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.