„საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ ტელეარხი ARTE-ს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ ტელეარხი ARTE-ს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ გერმანულ-ფრანგული საზოგადოებრივი ტელეარხი ARTE-ს მიერ შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.

ARTE ევროპის მასშტაბით მაღალრეიტინგული ტელეარხია, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის შექმნით გამოირჩევა. პროექტს ეწოდება „ARTE-აღმოჩენა“, რომლის მიზანია ახლოს გააცნოს ევროპას შავიზღისპირა აუზის ქვეყნები, მის ფარგლებში სულ 5 ფილმის გადაღება მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი საქართელოზეა.

კომპანიის სურვილით ერთ-ერთ გადასაღებ ლოკაციად ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ იქნა შერჩეული.

ფილმში აისახება ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ზღვაზე ჩატარებული სამუშოები.

ARTE -ს დაინტერესება გამოიწვია ასევე დიდი ისტორიის მქონე ინგლისური წარმოშობის ფოთის შუქურამ, რომელიც 1864 წლიდან მოყოლებული დღემდე სანავიგაციო ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად ტურისტების დიდ ყურადღებას იქცევს.

რეჟსორის სტივენ გალინგის თქმით ფილმის ჩვენება 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება.