„მეცხრე არხზე გავრცელებული კადრები ირმა ინაშვილმა გადმომცა. მას შინაგან საქმეთა მაღალჩინოსნები წარუდგნენ, როგორც ვანო მერაბიშვილის ხალხი და ეს კადრები გადასცეს ვანო მერაბიშვილის დავალებით. ჩვენ გვაქვს საათნახევრიანი კასეტა 2010 –2011 –2012 წლის ვიდეომასალა,“ - ეს განცხადება მეცხრე არხის და რადიო ფრანსის ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში ეკა ბერიძის გადაცემა „მთავარ კითხვაში“ გააკეთა.