RC COLA -ს გათამაშების იღბლიანი გამარჯვებული გამოვლინილია- პირველი ერთოთახიანი ბინის მფლობელი თბილისის მკვიდრი სერგო ხურშუდიანია, რომელიც ბინას 10 წლის შვილიშვილს ავთანდილ ღლონტს ჩუქნის. „თემქაზე ქალიშვილის ოჯახის მოსანახულებლად ვიყავი მისული, ჩემი შვილიშვილი ავთანდილი ზედაზენის ლიმონათის და RC COLA -ს დიდი მოყვარულია, მისი თხოვნით ერთი ბოთლი RC COLA შევიძინე. მითხრა გათამაშებაა და ტელეფონი მინდა მოვიგოო. ტელეფონი არა და ბინა კი მოვიგეთ. ახლა მორიგი მისია გვაქვს - ტელეფონიც სჭირდება ავთანდილს. არასოდეს მჯეროდა გათამაშებების და ლატარიების, არც არასოდეს არაფერი მომიგია, ახლა კი ვიცი, ზედაზენში ოცნებები სრულდება“.
ზედაზენის გუნდმა გამარჯვებულს ბინის გასაღები გადასცა და გამარჯვება ერთად მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ RC COLA -ს გათამაშება 5 ივლისიდან დაიწყო და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გათამაშებაშია სამი ბინა თბილისში, უამრავი ყურსასმენი, მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, ჰოვერბორდი და 15 000 ბოთლი RC COLA. იმისათვის, რომ გახდეთ RC COLA - ს გამარჯვებული საკმარისია აღმოაჩინოთ ბოთლის თავსახურში მოთავსებული შესაბამისი სიმბოლო, ან შეგროვოთ ასოები პრიზის ასაწყობად. დღემდე RC COLA -ს
გათამაშებასთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: http://rccola.ge/ ან ეწვიეთ საიტს - www.rccola.ge