შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 3 სექტემბრამდე ჩინელ სტუდენტებს უმასპინძლებს. 12 სტუდენტისა და 2 პროფესორის შემადგენლობით პარტნიორ ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები 27 აგვისტოს ჩამოვიდნენ.
ვიზიტის დროს დაგეგმილია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაცნობა, წამყვანი ექსპერტებისა და პროფესორების ლექციები, ქართულ კომპანიებში ვიზიტი, საველე კვლევების ჩატარება და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობა.