მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის
აქცია ჯიპიაი ჰოლდინგისგან და თეგეტასგან - დააზღვიეთ ავტომობილი სპეციალური ტარიფით და მიიღეთ საჩუქრად ზამთრის 4 ახალი საბურავი
ფიქსირებული ტარიფი და გაზრდილი სარგებელი - დაზღვეული მასზე მორგებულ პირობებს წლების განმავლობაში ინარჩუნებს
ჯიპიაი ჰოლდინგმა მრავალწლიან ავტოდაზღვევის ახალი აქცია დაიწყო. ფიზიკური პირები, რომლებიც შეიძენენ 3 წლიან ავტო დაზღვევას საჩუქრად მიიღებენ ზამთრის 4 ახალ საბურავს თეგეტაში.
აქციის ფარგლებში დაზღვეულებს საჩუქრად გადაეცემათ მაღალი ხარისხის ბრენდების საბურავების კომპლექტი, როგორებიცაა: Riken, Falken და Starmaxx. საბურავები გაიცემა თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში საქართველოს მასშტაბით არსებულ 22 ფილიალში, სადაც დაზღვეულები საჩუქრად საბურავების შეცვლასთან (მონტაჟი-ბალანსირება) დაკავშირებული სერვისის გარდა, ასევე მიიღებენ არსებული საბურავების 3 თვით შენახვის მომსახურებას.
ჯიპიაი ჰოლდინგის 3 წლიანი ავტოდაზღვევა მომხმარებლებს სტანდარტული ავტოდაზღვევის პაკეტისგან განსხვავებულ უფრო კომფორტულ და მოქნილ პროცედურას სთავაზობს.
მრავალწლიანი პროდუქტი ავტომფლობელებს აძლევს შესაძლებლობას ერთი მხრივ, დაზოგონ დრო და თანხა, მეორე მხრივ შეინარჩუნონ მათზე მორგებული დაზღვევის პირობები წლების მანძილზე და მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გადაიხადონ თანაბარი შენატანი. მომხმარებლებს აღარ უწევთ ყოველწლიურად ავტომობილის დაზღვევის განახლებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა, რადგან ყოველი ახალი წლის დასაწყისში ხდება დაზღვევის ლიმიტის ავტომატური აღდგენა.
ჯიპიაის ავტოდაზღვევის მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის მომსახურება და მოქნილი ანაზღაურების სისტემაა. აპლიკაციით GPI Mobile, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ განაცხადოს ზარალის შესახებ და მიიღოს ანაზღაურება დისტანციურად ორ სამუშაო დღეში.