ვილიამ კორტნის შემდეგ რიჩარდ მაილსი შეერთებული შტატების მეორე ყოფილი ელჩია, რომელიც მე-9 არხთან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.
"საქ-ში რაც ხდება სცილდება გარკვეულ ზღვარს" - ამბობს დიპლომატი, რომელიც დიპლომატიურ მისიას საქ-ში 3 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
რიჩარდ მაილსი ასევე აცხადებს, რომ არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შემთხვევაში საქართველოს მიმართ ნდობა დაიკარგება.
დიპლომატი 2012 წლის არჩევნებს მნიშვნელობით 2003 წლის არჩევნებს ადარებს, რომელსაც შემდგომ გაყალბებების გამო, ვარდების რევოლუცია მოყვა.
ყოფილ ელჩთან ინტერვიუ ჩვენმა ვაშინგტონის ბიურომ ჩაწერა.