სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შეხვედრა ადიგენის მოსახლეობასთან

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შეხვედრა ადიგენის მოსახლეობასთან

დღეს ადიგენის ახალგაზრდულ დარბაზში, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, მაღალ მთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ–საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროგრამით დაინტრესებულ მოსახლეობასთან.

სააგენტოს მიზანია მაღალ მთიან რეგიონებში სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შექმნა და განვითარება.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ და რეგისტრაცია გაიაროთ ელექტრონული ფორმით სააგენტოს ვებ–გვერდზე www.acda.gov.ge