,,ზეკარობა

,,ზეკარობა"2017 ადიგენში

12 აგვისტოს ზეკარის უღელტეხილზე დიდმაღალის ქედზე ადიგენის და ბაღდათი მეგობრობის ნიშნად საერთო სახალხო დღესასწაული ,,ზეკარობა" გაიმართა.

ღონისძებას ესწრებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, სამცხე ჯავახეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი მიქელაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ასევე იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,ბაღდათის გამგებლის მ/შ არჩილ გოგსაძე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი და სხვა საერო და საულიერო პირები.

ხელმძღვანელმა პირებმა მობრძანებულ სტუმრებს ,,ზეკარობა"მიულოცეს, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების ფაგლებში მოეწყო დოღი,გაიმართა გამოფენა-გაყიდვა,ასევე მობრძანებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ეთნო კუთხეებისათვის დამახასიათებელი კერძები, დასასრულს გაიმართა საზეიმო კონცერტი.