ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო პლაკატით დაფარული მიკროავტობუსით გადაადგილდებიან. კერძოდ, ბოლნისელი აქტივისტები დღეს მარნეულში, მოძრაობის შეხვედრაზე დასასწრებად მიდიოდნენ. მათ მიკროავტობუსზე „ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატის კობა ნაყოფიას სააგიტაციო პლაკატი იყო გაკრული. მეცხრე არხის კითხვაზე, თუ რატომ იყენებდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტები წინასაარჩევნო შეხვედრაზე მისასვლელად „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალით დაფარულ ტრანსპორტს, ერთ-ერთმა აქტივისტმა კახა გიორგაძემ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ უბრალო გაუგებრობა იყო და მსგავსი შემთხვევა შესაძლოა, ნემისმიერი პარტიის შეხვედრაზე შეიძლებოდა, მომხდარიყო.