ადიგენში ,,შუამთობის

ადიგენში ,,შუამთობის" ღონისძიება გაიმართა

დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტში ფერსათის მთაზე ტრადიციულად ,,შუამთობის" ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ჩემპიონატი მკლავჭიდში, ძალოსნობაში და ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ამავდროულად გაიმართა დოღი.ფინალში გასულ მონაწილეებს სიგელები, თასები, მედლები და სხვა ფასიანი საჩუქრები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ გადასცა, მანფერსათის მთაზე შეკრებილ მოსახლეობას ,,შუამთობა" მიულოცა და წარმატებები უსურვა.