დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) შეხვედრა/სემინარი გამართა თვითმართველობის საჯარო მოხელეებისათვის.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა – თვითმართველობის ორგანოიების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის ცნება და რეკომენდაციები საჯარო დაწესებულების მიმარეთ წინასაარჩევნო პერიოდში. მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაიმართა.