თსუ კურსდამთავრებულთა გამოშვება -2017

თსუ კურსდამთავრებულთა გამოშვება -2017

25 ივლისს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 2017 წლის კურსდამთავრებულთა 95-ე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ცერემონიას თსუ ბაკალავრებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი  შარვაშიძე,  აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის კონცერტს მუსიკალური ჯგუფი TSU Art გამართავს.