ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

დასრულდა სოფელ არალში ადმინისტრაციული ერთეულისა და საბავშვო ბაღის მიმართულებით მისასვლელი საავტომობილო გზის (ბეტონის) მოწყობის სამუშაოები.

პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 00 ლარი გამოიყო, რომელიც 2016 წელს დაიწყო და მიდინარე წლის 15 ივნისს დასრულდა. 

განხორციელებული სამუშაოები დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს.