დასრულდა ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში რუსთაველსი ქ.№ 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის სახურავი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა, გარე ფასადს ჩაუტარდა გალესვითი სამუშაოები.კორპუსის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 774 ლარი გამოიყო.
სამუშაოები მიმდინარე წლის 24 მაისს დაიწყო და 28 ივნისს დასრულდა.განხორციელებული პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადად მოინახულეს, ჩატარებული სამუშაობთან დაკავშირებით მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს, აღსანიშნავია რომ საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაცია პირველად მოხდა.