თიბისი ბანკის შვილობილმა კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა" კომპანია „ნიკორას" 10 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსება განახორციელა.
ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება ამ დროისათვის.
სიახლის შესახებ 20 ივლისს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან თიბისი ბანკის უმაღლესი მენეჯმენტისა და ნიკორას წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე და „თიბისი კაპიტალის" დირექტორები.
გთხოვთ, მობრძანდეთ!
მისამართი: მარჯანიშვილის 7, მესამე სართული