მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდში, სადაც აქციის მონაწილეებმა პატიმრებზე ძალადობა ქალაქის ნომერ მეოთხე საპატიმროსთან გააპროტესტეს, შემდეგ კი პროკურატურის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოეწყო, რითაც რიგითმა მოქალაქეებმა თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატეს პატიმრების ოჯახების მიმართ. პროტესტს შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიებიც, მათ შორის "ქართული ოცნება", "ქრისიან დემოკრატიული მოძრაობა" და "თავისუფალი საქართველო". სპეციალიურად დღევანდელი აქციისთვის მოსახლეობა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდა. ფეხით მსვლელობის დროს ქალაქში რამდენიმე წუთით ავტომობილების მოძრაობა შეწყდა. დღევანდელი აქცია სიმბოლურად პროკურატურის შენობასთან დასრულდა. როგორც სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, დღეს ზუგდიდში პროკურატურა უსამართლობასთან ასოცირდება, რაც როლანდ ახალაიას დამსახურებაა.