საქართველოს ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიულიკომისიების კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიულიკომისიების კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების (MBSHC 20) რიგით მეოცე კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც მონტენეგროში, ქალაქ ჰერცეგ-ნოვიში გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ხმელთაშუა და შავ ზღვებში საზღვაო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასა და საზღვაო -სანავიგაციო ქაღალდის და ელექტრონული რუკების შექმნისას ზონების ლიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხები, სხვადასხვა ქვეყნების ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის თემები.

საქართველოსათვის, როგორც საზღვაო ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანია მსგავს შეხვედრებში ჩართულობა. აღსანიშნავია , რომ კონფერენციაზე ასევე განისაზღვრა მომავალი სამწლიანი სამუშო გეგმა, სადაც საქართველო ჩართული იქნა

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის კადრების გადამზადების პროგრამაში (IHO Capacity Building) რაც გულისხმობს საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელთა საზღვარგართ გადამზადებას საერთშაორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის უზრუნველყოფით.