ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამუშაო, სამედიცინო და საკონფერენციო ოთახები.

სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 875 ლარია გამოყოფილი. ადიგენისა და ახალციხის მაჯორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.