დაზღვევა მოქმედებს საზღვრის გადალახვაზე უარის თქმის ან სხვა მიზეზით გაუქმებული/გადადებული ტურის შემთხვევაში
დაზღვევა ანაზღაურებს ავიაბილეთისა და სასტუმროს ხარჯებს
სადაზღვევო ლიმიტი 5000 ლარი
სადაზღვევო კომპანია „ჯიპაი ჰოლდინგი“ მომხმარებელს ტურის დაზღვევის პოლისს სთავაზობს, რომელიც მოგზაურობის გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, ავიაბილეთისა და სასტუმროს ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს. დაზღვევა მომხარებელს აძლევს შესაძლებლობას, დაიზღვიოს თავი გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეული ხარჯებისგან და მიიღოს ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ტური გადაიდო ან გაუქმდა დაზღვეულს საზღვრის გადალახვაზე უარის თქმით ან ისეთი მიზეზებით, როგორიცაა დაზღვეულის ორსულობის მდგომარეობის გაუარესება, მისი ან ოჯახის წევრის ჯანრმთელობის მდგომარეობის გაუარესება, სასამართლოში მოწმის სახით გამოძახება, ჯარში გაწვევევა და სხვა.
პაატა ლომაძე- ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, სამოგზაურო ტურებზე მოხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ევროკავშირში შეუფერხებლად მოგზაურობს, თუმცა მაინც მაღალია რისკი იმისა, რომ მგზავრმა საზღვარი ვერ გადალახოს ან, უბრალოდ, გეგმები შეეცვალოს და დაგეგმილი ტური გადადოს ან გააუქმოს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ტურის დაზღვევის პოლისი, რომლითაც ჩვენს დაზღვეულებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მშვიდად დაგეგმონ მოგზაურობა . გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეულ ხარჯებს კი „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სრულად აანაზღაურებს“
ტურის დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში ტურისტული, საქმიანი, ტრეინიგების, კონფერენცია-სემინარებში მონაწილეობის მიზნით მოგზაურობისას. დაზღვევის შესაძენად საჭიროა მხოლოდ პასპორტი, ბილეთისა და სასტუმროს ჯავშანის ნომერი. პოლისი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოქმედებს, გარდა ისრაელისა. „ჯიპიაი ჰილდინგის“ ტურის დაზღვევის უპირატესობა იმაშიცაა, რომ პოლისის
ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია და ნებისმიერი ქვეყნისთვის ერთნაირია - როგორც შენგენის ზონის, ისე სხვა ქვეყნებისათვის, სადაზღვევო ლიმიტი კი 5000 ლარამდეა.
პრემია ანაზღაურების ლიმიტი
20 ლარი 1000 ლარი
30 ლარი 2000 ლარი
40 ლარი 3000 ლარი
60 ლარი 5000 ლარი
„ჯიპიაი ჰილდინგი“ უკვე თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ წამყვან ტურისტულ კომპანიებთან, სადაც შესაძლებელი იქნება ტურის დაზღვევის პოლისის შეძენა.