დევნილთა სამინისტროსა და სტომატოლოგიურ კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა სამინისტროსა და სტომატოლოგიურ კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროსა  და სტომატოლოგიურ კლინიკა „New Dent“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, დევნილებს მომდევნო 5 თვის განმავლობაში,  შესაძლებლობა ექნებათ, სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.  

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და კლინიკის დირექტორმა თეა გზირიშვილმა მოაწერეს.