ზარალის მოცულობის დადგენა ახლა მიმდინარეობს
ანაზღაურების გაცემა უმოკლეს დროში დაიწყება ზარალის მოცულობის დადგენისთანავე
შენობაში განთავსებულ მეწარმეები სარგებლობდნენ მცირე და საშუალო მეწარმეთა ქონების დაზღვევის პროგრამით, რომელიც „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ბავშვა სამყაროში მომხდარი ხანძრის შემდეგ მალევე გამოაცხადა - თითოეული პოლისით ანაზღაურების ლიმიტია 50,000 ლარი
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი : „ჩვენი მთავარი ამოცანაა ახლა , რომ უმოკლეს ვადაში შევაფასოთ ზარალის მოცულობა. ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ საგამოძიებო და სახელმწიფო უწყებებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ შესაბამისი დოკუმენტიაცია, რაც ანაზღაურების გასაცემად დაგვჭირდება.“
3 ივლისი, 2017 წ., საქართველო, თბილისი: სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იწყებს ელიავას ავტობაზრობაზე 2 ივლისს მომხდარი ხანძრის შედეგად დამდგარი ზარალის დარეგულირების პროცესს. „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დაზღვეული იყო თავად შენობა (კონსტრუქციული ნაწილი და შიდა მოპირკეთება), ხოლო რამდენიმე ათეულ მეწარმეს დაღვეული ჰქონდა მარაგები და ინვენტარი. განაცხადების მიღება დაწყებულია, ხოლო „ჯიპიაი“-ს ანაზღაურების ჯგუფი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რომ ოპერატიულად მოხდეს ზარალის შეფასება და ანაზღაურების გაცემა.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი : „ჩვენი მთავარი ამოცანაა ახლა , რომ უმოკლეს ვადაში შევაფასოთ ზარალის მოცულობა. ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ საგამოძიებო და სახელმწიფო უწყებებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ შესაბამისი დოკუმენტიაცია, რაც ანაზღაურების გასაცემად დაგვჭირდება.“
შენობაში განთავსებული მეწარმეების უმეტესობა ჩართული იყო მცირე და საშუალო მეწარმეთა დაზღვევის პროგრამაში, რომელიც „ჯიპიაი ჰოლდიგნმა“ 2017 წლის თებერვალში, ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის კვალდაკვალ გამოაცხადა და მეწარმეებს ქონებისა და მარაგების დაზღვევის 50,000 ლარიანი პოლისის 50%-იანი თანადაფინანსება შესთავაზა.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ეს ერთგვარი სოციალური პროექტიც არის, რომელიც ახლაც მოქმედებს: ჩვენ შევქმენით არამხოლოდ სპეციალური პროდუქტი, რომელიც სწორედ ამ სეგმენზეა გათვლილი, არამედ ასევე მობილური ჯგუფები, რომელიც საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთნენ და აქტიურად მუშაობდნენ მეწარმეებთან. დაზღვეულების რაოდენობა ნამდვილად გაიზარდა ამ პერიოდში, თუმცა ეს მაინც ზღვაში წვეთია იმისთვის, რომ ვისაურბოთ მასშტაბურ სოციალურ გარანტიებზე, რასაც დაზღვევით მიიღებდნენ მსგავს შემთხვევებში. ჩვენი აზრით, აუცილებელია სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რომ სადაზღვევო სისტემით მაქსიმალურად მოვიცვათ მცირე და საშუალო მეწარმეები.“
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ შემოთავაზებული ბიზნეს რისკების დაზღვევის პროგრამა , რომელიც თებერვალში ამოქმედდა, ითვალსიწინებს ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევას მარაგების, ინვენტარის, მანქანა-დანადგარებისა და საოფისე ტექნიკის ჩათვლით ისეთი რისკებისგან როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, კომუნალური სისტემების დაზიანება, მოკლე ჩართვით დანადაგრებისა და ტექნიკის დაზიანება და ა.შ.. ანაზღაურების ლიმიტი 50,000₾-ია. ანაზღუარდება ასევე ბიზნესის შეფერხების რისკი, რაც გულისმხობს, დაკარგული მოგებისა და ბანკის პროცენტის ანაზღაურებას, თუკი საწარმო ვეღარ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას რაღაც პერიოდს განმავლობაში. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ღირებულების 50%-ს თავად დააფინანსებს. მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული სადაზღვევო პრემიაა დაწესებული და ეს თვეში მხოლოდ 15ლარი იქნება.