პატიმრების წამება ყაზბეგის რაიონში გააპროტესტეს. სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა მოსახლეობამ, მათ შორის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, სპორტსმენებმა საპყრობილეებში მსგავს ქმედებებზე თავიანთი აზრი გამოთქვეს და პატიმართა წამება დაგმეს. მათი განცხადებით, უერთდებიან იმ საპროტესტო აქციებს, რომლებიც საქართველოს ხხვადსხვა რეგიონში მიმდინარეობს.